ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იჭიდავებს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბი მიხაილო სიმინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.