#ფეხბურთი
- ინტერვიუ – ბუდუ ზივზივაძე – ,,მეზოკოვეშდის’’ – ფეხბურთელი #ექსკლუზივი
- ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა ორ „დინამოს“ შორის ფრედ (1-1) დასრულდა.
- თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და ლიდერობას ინარჩუნებს
- ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა, თუმცა „სან ხოსემ“ მატჩი დათმო.
- ლუკა ზარანდიამ ახალ კლუბში, კოსტანაის „ტობოლში“ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა.
#კალათბურთი
- ესპანეთში ქართული დერბი შედგა – თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა და იოლი გამარჯვებაც მოიპოვა.
შენგელიამ 24:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულას, 5 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი.
გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
#რაგბი
- ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 39 – 24 იმარჯვა.
ფიგურული სრიალი
- ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა 176,19 ქულით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
#ჩოგბურთი
- ინდიან უელსის „მასტერსი“ კორონავირუსის გამო არ გაიმართება.
ტაიმაუტი