ტაიმაუტი - დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები​​

გიორგი აბურჯანიამ „ტვენტეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მეორე ადგილოსან „ალკმაართან“ 25-ე წუთზე ანგარიში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა

გიორგი აბურჯანიას ექსკლუზიური ინტერვიუ

  • ჩემპიონთა ლიგა დღეს განახლდება. მადრიდში ატლეტიკო ლივერპულს მასპინძლობს – პსჟ კი დორტმუნს ესტუმრება

  • 87 წლის ასაკში გარდაიცვალა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მეკარე ჰარი გრეგი, რომელიც ყველაზე მეტად ისტორიას მიუნხენის ტრაგედიის დროს გამოჩენილი გმირობით დაამახსოვრდა. 1958 წელს, როდესაც „იუნაიტედის“ ფეხბურთელებით სავსე თვითმფრინავმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავიაკატასტროფა განიცადა, გრეგი ის ადამიანი იყო, ვინც ალმოდებული საფრენი აპარატიდან რამდენიმე მგზავრი გამოიყვანა

  • საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი, იგივე „სპორტულ ოსკარი“ – წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენებად ლუის ჰემილტონი და ლიონელ მესი დასახელდნენ

  • წლის საუკეთესო ექსტრემალური სპორტსმენი ამერიკელი სნოუბორდისტი ქლოი კიმი გახდა

ქლოი კიმი

  • წლის საუკეთესო პარასპორტსმენად ამერიკელი მოთხილამურე ოქსანა მასტერსი დასახელდა

  • წლის საუკეთესო გუნდად სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები დასახელდა

ტაიმაუტი

დატოვე კომენტარი