წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად სიმონ ბაილსი დასახელდა

ბერლინში მიმდინარე ლაურეუსის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც ასევე „სპორტულ ოსკარს“ უწოდებენ, ცნობილი გახდა წლის საკეთესო ქალი სპორტსმენის ვინაობა.

ეს არის ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი.

ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ ამერიკელი მძლეოსანი ელისონ ფენიქსი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, ამერიკელი მოთხილამურე მიკაელა შიფრინი და იამაიკელი მძლეოსანი შელი-ენ ფრეიზერ პრაისი.