სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. კოცოიევი ის ძიუდოისტია, რომელთანაც ილიამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური ოქრო წააგო. აქამდე სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ორჯერ გახდა. ქართველმა კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი 2023 და 2024 წლებში დაიკავა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სულამანიძის ოქრო საქართველოსთვის მეოთხე მედალია. აქამდე ოქრო გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ხვალ, 27 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.