საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ჩარტერული რეისები შესრულდება. ბილეთები, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, tkt.ge–ზე 15 წუთში სრულად გაიყიდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, დანიშნულ ფრენებს კიდევ სამი რეისი დაემატა. ერთი გზის ღირებულება, წინა შემთხვევის მსგავსად, 195 ევროა. გაყიდვის მონიტორინგს, ასევე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება: 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00 და 19:00 საათებზე და 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა დილის ხუთის ნახევარზე. რაც შეეხება უკანა გზას, გამოფრენა 2 ივლისს კიოლნიდან თბილისის მიმართულებით 15:00 საათზე შესრულდება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გერმანიიდან საქართველოს მიმართულებით დაინიშნა კიდევ სამი რეისი. ფრენა პირველ და ორ ივლისს განხორციელდება.