საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ჩარტერული რეისები შესრულდება. ბილეთები, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, „თიქეთჯიზე“ დადებიდან 15 წუთში გაიყიდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კიდევ სამი რეისი დაემატება რამდენიმე წუთში. ერთი გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევროა. გაყიდვის მონიტორინგს, ასევე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება. 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00 და 19:00 საათზე და 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა დილის 04:30 საათზე, რაც შეეხება უკანა გზას, გამოფრენა კიოლნიდან თბილისის მიმართულებით, 2 ივლისს 15:00 საათზე. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაემატება კიდევ სამი რეისი, რომელიც „თიქეთ ჯიზე“ აისახება რამდენიმე წუთში.