სტუდენტური ფესტივალი 2026

„სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის ფარგლებში, თელავის დრამატულ თეატრში ხალხური სიმღერის ტური გაიმართა. დასკვნით კულტურულ ღონისძიებაში საქართველოს 12 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. საუკეთესო შემსრულებლები ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტებმა გამოავლინეს.

„სტუდფესტი 2026“ ახლა სპორტულ სტარტებს უთმობს ასპარეზს და გარბენით 14 ივნისს დასრულდება.