სტრასბურგის სასამართლოს უარი სააკაშვილს - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში
სტრასბურგის სასამართლოს უარი მიხეილ სააკაშვილს. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, საკითხი პოლიტიკური განცხადებების საგანია. პარტია „ლელოს“ შეფასებით, გადაწყვეტილება იმ გარემოებას არ ცვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეზე „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი. გრიგოლ გეგელია თვლის, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა პოლარიზაციის შესამცირებლად არის აუცილებელი.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა შიდა და გარე აქტორს, ვინც თავს ესხმოდა საქართველოს და ქვეყნის უარყოფითად წარმოჩენას ცდილობდა, ბოდიში აქვს მოსახდელი.