2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში წამება სისტემური, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო – ასეთია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვახტანგ მაისაიას საქმეზე. განაჩენით კონვენციის მე-3 მუხლის, წამების აკრძალვის დარღვევა დადგინდა.
სახელმწიფოს მომჩივნისთვის 15 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. საქმე შეეხება 2009–2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ვახტანგ მაისაიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მისი დაზიანებების ამსახველი საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ბელა ზაქაიძე დეტალებით.