„სტარბაქსმა“ რუსეთის ბაზარი სრულად დატოვა. კომპანია ქვეყანაში 15 წლის განმავლობაში საქმიანობდა და 130 ობიექტი ჰქონდა, დასაქმებული ჰყავდა დაახლოებით ორი ათასი პირი. მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, „სტარბაქსმა“ საქმიანობა შეაჩერა. ახლა კი კომპანიაში განაცხადეს, რომ რუსეთის ბაზრის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
გასულ კვირას, რუსეთიდან სრულად გასვლის შესახებ „მაკდონალდსმაც“ განაცხადა.