სროლა ბელგოროდის პოლიგონზე

რუსეთში, ბელგოროდის დასავლეთ სამხედრო ოლქის პოლიგონზე ორმა პირმა ცეცხლი გახსნა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ დაღუპულია 11 და დაშავებულია 15 ადამიანი. მათივე ცნობით, ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი. ისინი სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ცეცხლი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში, სწავლების დროს გახსნეს.