ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად განაგრძობს. კახეთის რეგიონში, ჯამში, 8 ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა არის დაგეგმილი, საიდანაც, ამ ეტაპზე, აქტიური სამშენებლო სამუშაოები 6-ზე მიმდინარეობს. პროექტები 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, თანამედროვე საფეხბურთო მოედნების, გასახდელების, სველი წერტილების, დაცვის ჯიხურებისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ექვსივე ლოკაციაზე, მიმდინარე სამუშაოები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე და კომფორტული სპორტული სივრცეების განვითარებას.