სპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სპორტის მინისტრმა, ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზებზე ისაუბრეს.