რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე პირი და მათ, სავარაუდოდ, გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება. ადვოკატების ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათ საცხოვრებელ სახლებშიც, თუმცა, ადვოკატების ცნობით, რაიმე მტკიცებულება სამართალდამცველებს არ ამოუღიათ.
ადვოკატების განცხადებით, ჩხრეკა სასამართლოს დადგენილებით მოხდა. რა მუხლით დააკავეს 20-მდე პირი ფოთსა და სენაკში ჩატარებული სპეცოპერაციისას, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.