ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის, სტივენ ნელსონის განცხადებით, საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია, რათა ქვეყანა ბუნებრივი ლოგისტიკური, სატრანსპორტო ჰაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს. აღნიშნულის შესახებ სტივენ ნელსონმა ინტერნეტმმართველობის გლობალურ ფორუმზე, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გამართულ სესიაზე“ განაცხადა.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა ბუნებრივ დამაკავშირებელ რგოლად იქცა გლობალურ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. თავისი სტრატეგიული ლოკაციიდან გამომდინარე, საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს, დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა სტივენ ნელსონმა. ინფორმაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.