სოსო გოგაშვილის მიმართვა
სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ფეისბუქმიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გახშირდა უკანონო დავალებები და იგი არჩევანის წინაშე იდგა, დაეტოვებინა სამსახური, შეესრულებინა დავალებები ან მტკიცებულებების შეგროვება და სისტემის მხილება, რაც გოგაშვილის განცხადებით, გააკეთა კიდეც და სწორედ ამიტომ ის ახლა საპატიმროშია. ცოტა ხნის წინ, ამ ფეისბუქმიმართვის შემდეგ, სოსო გოგაშვილის ოჯახმაც გააკეთა განცხადება.