საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ეს ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტეა. უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, 200-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სერვისით ისარგებლებს.
სოფელ უდაბნოს მოსახლეობას და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა მიულოცეს. ცენტრის პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო. მან უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი აიღო.