სიკვდილის მატჩი - რატომ დახვრიტეს უკრაინელი ფეხბურთელები? #ტაიმაუტი

1942 წელს გერმანელებისგან ოკუპირებულ კიევში საფეხბურთო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც შემდეგ სიკვდილის მატჩის უწოდეს. განმეორებითი დაპირისპირება ადგილობრივ “სტარტსა” და გერმანულ “ფლაკელფს” შორის წლების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. საბჭოთა პრესის თანახმად, შეხვედრის მიმდინარეობის დროს გერმანელების მხრიდან უკრაინელების მიმართ არაერთი ძალადობრივი აქტი განხორციელდა, მატჩის შემდეგ “სტარტის” ფეხბურთელების ნაწილი დახვრიტეს, ხოლო ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს. რუსული მედია ამ შემთხვევას საფეხბურთო დაპირისპირებას უკავშირებდა.

ტაიმაუტი