შტურმი და საჰაერო იერიშები „აზოვსტალზე“ ისევ განახლდა. უკრაინამ რუსეთს ქარხნის ტერიტორიიდან მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შესთავაზა. ვიცე პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განმარტებით, სამხედრო გზით „აზოვსტალის“ განბლოკვის შესაძლებლობა უკვე აღარ არსებობს. ამასთან, რუსეთი მესამე ქვეყანაში საზღვაო და სახმელეთო გზით სამხედროების გაყვანას არ თანხმდება. ღამით „აზოვსტალზე“ ოკუპანტების შეტევები შეჩერებული იყო.