შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი კიდევ ათ რაიონში დანერგა
დისტანციური სწავლების მეთოდი კიდევ ათ რაიონში დანერგა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ. დღეიდან მსმენელებს უკვე ახმეტის, მარნეულის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ქედის, ხელვაჩაურის, ხაშურის, კასპის, დმანისისა და ქობულეთის ელექტრონული სწავლების ცენტრებშიც შეეძლებათ, დისტანციურ კურსში მიიღონ მონაწილეობა. პირველი ლექცია ოჯახში ძალადობის თემას დაეთმო.
დისტანციური სწავლების კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ელექტრონულ სწავლებას საქართველოს სულ 20 რაიონში ახორციელებს.
უახლოეს მომავალში აღნიშნული სერვისის განვითარება და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.