შსს-მ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილები დააკავა

მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი მათგანი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა. ის ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაიქცა. ამ დროისთვის, დაკავებული მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სამართალდამცავებმა ასევე თურქეთის მოქალაქეც აიყვანეს. პირი, რომელიც თურქეთის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა, თბილისის შემოვლით გზაზე დააკავეს. მის მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.