შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრები დროებითი განთავსების ცენტრს და ათამდე დროებითი მოთავსების იზოლატორს ეწვივნენ.
უწყების ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა დაკავების ცენტრების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასკვნა პოზიტიურია.
გიორგი გახარიამ სტუმრებს სამინისტროს ის გეგმები გააცნო, რომლის განხორციელების შემდეგაც, დაკავების ადგილებში ვითარება უნდა გაუმჯობესდეს.