ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მესამედ ჩავიდა. შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელსაც მსახიობი უკრაინაში ომის დასრულებამდე დატოვებს. ინფორმაციას და ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ამჯერად ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. „შონმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში გამარჯვებამდე იქნება“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა შონ პენს გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მსოფლიოში უკრაინის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.