რუსეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ომის წინა ხაზზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ ვერტმფრენით გადაუფრინა ფრონტის წინა ხაზზე დისლოცირებული რუსეთის სამხედროების პოზიციებს, შეხვდა სამხედროებს და არსებული სიტუაციის შესახებ მეთაურების ანგარიშებიც მოისმინა. შოიგუს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკოორდინაციო შტაბი მოინახულა. კრემლის ცნობით, პუტინმა შტაბში მთელი დღე გაატარა.