შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, 116 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“ ამოიღო, ასევე, ერთი კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.