არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვისთვის პოლიციის მობილური ჯგუფებია შექმნილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად იმუშავებენ.
პოლიციის მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს.
პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი.