შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, უწყებას უნივერსიტეტის შენობაში სპეციალური შტაბი ჰქონდა განთავსებული, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 18-19 ნოემბერს უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ,“ – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.