პოლიციამ პარლამენტთან 20 პირი დააკავა. მათ შორის ერთი რუსეთისა და ორი აშშ-ის მოქალაქეა. შსს განცხადებაში ვკითხულობთ: მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ აქციის მონაწილეები დამორჩილებოდნენ კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, შეკრებილთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა.
პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად მოხდა დაკავება. უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს.