შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა.
1989 წელს დაბადებული მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით აიყვანეს.
პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.