„შემოდგომის თბილისი“ გაიხსნა

12:32, 14.09.2026

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიხსნა. წლევანდელი საფორტეპიანო პროგრამის გახსნა ქართული კლასიკური მუსიკის სიმფონიური და საფორტეპიანო ჟანრის ფუძემდებლის, ანდრია ბალანჩივაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონცერტზე თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო ვახტანგ კახიძემ და 12 წლის პიანისტმა, გიორგი სეფიაშვილმა მსმენელს კომპოზიტორის გამორჩეული ნაწარმოებები წარუდგინა.

მსგავსი