შეხვედრა სავალუტო მისიის ხელმძღვანელთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, ყურადღება გამახვილდა პანდემიის პერიოდში არსებულ ვითარებაზე, ვაქცინაციაზე და საქართველოს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებზე. განსაკუთრებით აღინიშნა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც 44.8 პროცენტი შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისა და პანდემიით დაზარალებული სექტორების სწრაფი აღდგენისკენ არის მიმართული.