შეხვედრა სალოტბარო სკოლაში

თეა წულუკიანი რეგიონებში მოქმედ სალოტბარო სკოლებში ვიზიტს აგრძელებს. კულტურის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად ამბროლაურის სალოტბარო სკოლაში იმყოფებოდა. წულუკიანი ადგილზე სკოლის მუშაობასა და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნო.

მინისტრი ანსამბლ „საგალობლების“ წევრებსაც შეხვდა და აცნობა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი მიმდინარე წლის ზაფხულში პარიზში, ლევილში გაემგზავრება და ქართულ მიწაზე სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. თეა წულუკიანმა მოინახულა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც.