სასამართლო სისტემისა და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ საკუთარ პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, დეპუტატები, პარტიის ოფისში აცნობდნენ. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში საკითხების დეტალური განხილვა ვერ ხდება, მიიღეს გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან.
პირველად ბიძინა ივანიშვილი სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები, მცირე ჯგუფების ფორმატში, კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო დისკუსია დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი.