პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გენო პეტრიაშვილს მშობლიურ გორში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის მისალოცად და დიდი გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები თეატრის სკვერში შეიკრიბნენ. ოქროს მედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა გორელ ქომაგებსა და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გმირებსა და საქართველოს ეძღვნება.