შეხვედრა მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტთან 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და სპორტის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.

განიხილეს თბილისში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობაც. ბილალ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ჩემპიონატი 25 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.