შეხვედრა მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტთან 

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს, ბილალ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ტრადიციული სპორტული სახეობების განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ბილალ ერდოღანი საქართველოში სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მოწვევით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრსაც.

მხარეებმა განიხილეს თბილისში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობა. ჩემპიონატი დღეს დაიწყო და დღესვე დასრულდება. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.