შეხვედრა გენერალურ პროკურორთან

ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს ხვდება. მანმადე კი მათ ადვოკატთან ერთად ბრიფინგი საგამოძიებო უწყებასთან გამართეს. ბაჩალეიშვილის ოჯახს კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. დედის განცხადებით, ის შიმშილობას იწყებს.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს, გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით წაიყვანოს. რამიშვილი გენერალურ პროკურორს  მიმართავს, საქმის გამოძიებაში „ეფბიაის“ ჩართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღოს.