შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარების შეფასება.
მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების და პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის მონაწილეებს ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროს მიერ არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო.