პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობენ. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და დიპლომატიური კორპუსის, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
აღნიშნული კანონპროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი შემოდის, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.