შეხვედრა ბიზნესთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ბიზნესსექტორის, მათ შორის, ჰიპერმარკეტების ქსელებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებას, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს. ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე. პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს.