„შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი“

15:33, 06.12.2025

„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გრძელდება. უკვე მეხუთე დღეა, ზღვისპირა ქალაქი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამითა და გამორჩეული არტისტებით, მუსიკისა და ხელოვნების მოყვარულებს მასპინძლობს.

გუშინდელი საღამო ფესტივალის დამფუძნებლისა და ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სიტყვით ასევე გამოვიდა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რომელმაც ფესტივალის საერთაშორისო მნიშვნელობასა და კულტურებს შორის დიალოგის როლზე ისაუბრა. მთავარი მუსიკალური მოვლენა ემირატებიდან ჩამოსული ვუნდერკინდის — პიანისტ აჰმედ ალ ჰაშიმის გამოსვლა იყო, კონცერტის მეორე ნაწილში კი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი ბარბარე თათარაძე წარდგა.

მსგავსი