შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმური რაფსოდია“ დასასრულს უახლოვდება. ფესტივალი ხვალ დაიხურება, მანამდე კი მაყურებელმა მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ ნახა. სპექტაკლი ნახევრად საკონცერტო ფორმატში, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იყო წარმოდგენილი.
ოპერაში ახალგაზრდა, თუმცა, უკვე ცნობადი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში, ასევე იმართება მასტერკლასები და ახალგაზრდა მომღერლების მოსმენა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების აგენტები ესწრებიან.