შავი ზღვის ჯაზფესტივალი

12:35, 11.07.2026

ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი გაიხსნა, რომელიც ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფესტივალი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე „მაილს ელექტრიკ ბენდმა“ გახსნა, დღეს სცენაზე ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზის ვარსკვლავი ერიკ ბენე წარდგება. მომღერალი ცნობილია გამორჩეული, ემოციური ვოკალითა და კლასიკური სოულის თანამედროვე ინტერპრეტაციით. ხოლო კარიერის განმავლობაში „გრემის“ ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ფესტივალს 12 ივლისს ფანკ-ჯაზის ცნობილი ბენდი „გოსტ ნოუთი“ დახურავს.

მსგავსი