შავი ზღვის ჯაზფესტივალი 

12:40, 12.07.2025

შავი ზღვის მეთვრამეტე ჯაზფესტივალი დაიწყო. ფესტივალი „გრემის“ ჯილდოს მფლობელმა, ამერიკელმა ვარსკვლავმა, ლედისიმ გახსნა. არენდბის და ნეო-სოულის არტისტმა მაყურებელს ენერგიული შესრულება და ემოციური მუსიკა აჩუქა. ლედისის ახალი ალბომი The Crown მსმენელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბათუმში გამართული კონცერტი მისი ევროპული ტურნეს ერთ-ერთი პირველი გაჩერება იყო.

დღეს ჯაზფესტივალი ფანკის საღამოთი გაგრძელდება. პირველად სცენაზე შვეიცარიული ჯგუფი The Next Movement გამოვა. ღონისძიებას ხვალ ლეგენდარული ქალთა ჯგუფი „სისტერ სლეჯი“ დახურავს, რომლის ჰიტი We Are Family დისკოსა და სოულის ჟანრში ნამდვილ ჰიმნად იქცა.

მსგავსი