შარლ მიშელი უკრაინაში

„დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და ნავთობზე. პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ საერთო მიზანს  მივაღწიოთ“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კრემლის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და გაყოს ევროკავშირი, მაგრამ ის ვერ მიაღწევს მიზანს. შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდა, მათ შორის რუსულ ნავთობსა და გაზზე. შარლ მიშელი უკრაინაში გუშინ ჩავიდა და საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ვითარებას ადგილზე გაეცნო.