ვისთან ერთად გაემგზავრება შალვა პაპუაშვილი უკრაინაში და როგორი იქნება დელეგაციის შემადგენლობა. საკითხზე ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ. მანამდე კი ონლაინ-შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესა და მის უკრაინელ კოლეგას შორის. შალვა პაპუაშვილი კომუნიკაციით კმაყოფილია. მისი თქმით, განიხილეს ვიზიტის დეტალები. მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები. რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.