კრემლის მორიგი მუქარა დასავლეთს. ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის შესაძლო გაგზავნაზე სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ეს რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი კონფრონტაცია იქნება. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, კრემლს აქვს მკაფიო წითელი ხაზები, რომლებზეც წლებია საუბრობენ და ახლა უკვე მხოლოდ საუბრებით ვერ შემოიფარგლებიან.