სექტემბრის საფეხბურთო ფიასკო

9-წლიანი წარუმატებლობა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თამაში ბოლოს 2012 წლის სექტემბერში, ბელარუსთან მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოიგო. წელს იგივე ტურნირში ეროვნული გუნდი კიდევ ერთხელ, უკვე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩაერთო.

ხუთი ტურის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს ოთხი წაგება და ერთი ფრე აქვს, ორი გატანილი და ცხრა გაშვებული ბურთი, შესაბამისად, ბოლო ადგილი ჯგუფში. შედეგად, ქართული საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი ევროპის უსუსტესი ქვეყნების ისეთ ჯგუფს შეუერთდა, როგორებიც სან მარინო, ლიხტენშტეინი და ანდორაა. მათაც ჩვენს მსგავსად, ცხრა წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის არცერთი მატჩი არ მოუგიათ.

ეროვნული ნაკრების სექტემბრის ფიასკოს შესახებ, ნახეთ ლევან ღუდუშაურის სიუჟეტი.