საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

ექვსი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით. მათგან ბანგლადეშის ხუთი, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. ისინი ჭარალის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე აიყვანეს. ასევე, ვალეს სასაზღვრო სექტორში ბანგლადეშის სამი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე იგივე ბრალდებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.